კომპანია "დაფნა"

შპს „დაფნა“ დაარსდა 1994 წელს და საქართველოს ბაზარზე ოპერირებდა „Teksun“ ბრენდის სახელით, ეს იყო საქართველოში ჰოლდინგის კუთვნილი პირველი შვილობილი კომპანია. მომდევნო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუდმივი ცვლილებების პროცესი, რამდენიმეჯერ განხორციელდა სხვადასხვა კომპანიასთან შერწყმა და რებრენდინგი. ხოლო 2009 წლიდან ჰოლდინგი საქართველოში ოპერირებს „დაფნა“-ს სახელით.

კომპანია „დაფნა“ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოპმანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი „Sun“,„PAPI“), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, „ჩვენი სუფრის“ ნაწარმს.

საქართველოში „დაფნას“ კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, მათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ჩვენი ბრენდები